სასტუმრო სახლი “მოლაშხია” მდებარეობს სამეგრელოს ერთ-ერთ ლამაზ სოფელ ორულოში (ზუგდიდის რაიონი), მთავარი სამანქანო გზიდან 8 კილომეტრის დაშორებით. აქ დამსვენებელი შეისწავლის ტრადიციული კერძების დამზადებას. გაეცნობა ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, მეგრული სოფლის ცხოვრებასა და ადათ-წესებს.


მასპინძელს აქვს საკუთარი მეურნეობა, თხილის პლანტაცია და სიმინდის ყანა. ჰყავს ცხენები და კამეჩები. დიასახლისი ამზადებს ტრადიციულ კერძებს და სტუმრებს ახალი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით უმასპინძლდება. სახლში სტუმრებს ეთმობა 3 საძინებელი ოთახი, სამზარეულო და ქალაქური სტილის აბაზანა.

მასპინძელი ზაზა მოლაშხია ახალგაზრდა კაცია. მსურველებს იგი სანადიროდ წაყვება და მდინარე ჭურიაზე სათევზაოდ კარგ ადგილებსაც ასწავლის.ამას გარდა კი სტუმრებს შეეძლებათ საფეხმავლო და სანაოსნო-საცხენოსნო 26 კილომეტრიანი მარშრუტის დალაშქვრა მდინარე ჭურიის, ტორფნარი ჭაობების (კოლხეთის ეროვნული პარკი) და ანაკლიის მიმდებარე სანაპირო ზოლის გავლით.
მოლაშხია სამეგრელოში ერთ-ერთი უძველესი გვარია. საინტერესოა ამ გვართან დაკავშირებული ისტორიული ფაქტი: დადგენილია, რომ XV საუკუნეში, 1492 წელს, ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციაში ორი ქართული წარმოშობის მეზღვაურიც იღებდა მონაწილეობას. მათი გვარი მოლაშხია იყო.

ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი გზის საძიებლად გამგზავრებულ ქრისტეფორე კოლუმბს (1451-1560) ესპანეთის მთავრობამ სამი ხომალდი გადასცა(“სანტა მარია”, “პინტა”, “ნინია”). და დიდი ადმირალი 90 კაციანი ეკიპაჟით 1492 წლის 3 აგვისტოს ნავსადგურ პალოსიდან გავიდა. კოლუმბის ექსპედიციაში ესპანეთის საუკეთესო მეზღვაურები იყვნენ...
ცნობილი ნევროლოგი, აკადემიკოსი ნიური მოლაშხია 1972 წ. მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში შემთხვევით წააწყდა ფოტოგალერიას, რომელსაც ამშვენებდა წარწერა “ფოტოგრაფი მოლაშხი”. ცხადია, ბატონმა იურიმ მოინდომა, შეხვედროდა თავის მოგვარეს, ატელიეს პატრონს.

მექსიკელი მოლაშხია ფოტოატელიეთა ქსელის პატრონი ყოფილა. მის უამრავ სახელთა შორის ერია – გიორგიც - ჰყვება ბატონი იური, - მან თავისი გვარის ისტორია მიამბო.
“ჩემი შორეული წინაპარი ქართველი იყო. თურმე მთის ერთ სოფელში ცხოვრობდა სამი ძმა მოლაშხია. რომელიღაც დიდი ფეოდალი შემოკვდომიათ, იქ არ დაედგომებოდათ და გაქცეულან. უფროსი მდევარს ჩავარდნია ხელთ. ორს – დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ბასკეთში ჩაუღწევია.

იმ ხანებში ქრისტეფორე კოლუმბის მამაც ჯანსაღ მეზღვაურებს აგროვებდა თავისი ექსპედიციისთვის. ასე მოხვედრილან ძმები ხომალდ “სანტა მარია”-ზე , რომლის კაპიტანი თავად კოლუმბი იყო. ისინი ერთად ეძებდნენ ინდოეთის გზას და თავი ამერიკაში ამოყვეს. უმცროსი ძმა აქვე დარჩა – მე მისი შთამომავალი ვარ, შუათანა – ბასკეთში დაბრუნდა. მისი ნაგრამი დღესაც იქ ცხოვრობს”.
ბართლომე ლას კასასის წიგნს. “ინდოეთის ისტორია” დართული აქვს კოლუმბის ექსპედიციის ნუსხა. ნუსხაში მეექვსე ნომრად წერია – “
Chao Georgio Molaschchia”.
“სანტა მარიას” ეკიპაჟის ნუსხაში მოხსენიებულია კიდევ ერთი ქართული წარმოშობის გვარი – ლიპუსკუა...